სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა


ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა, ნიტრატები დადგენილ ნორმას მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება.
მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია იმპორტირებული საზამთროს და ნესვის 41 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90 მგ.კგ, მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით აჭარბებდა დადგენილ მაჩვენებელს და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა.
შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სურსათის ეროვნული სააგენტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს