Logo

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ლიბრე" დარღვევების გამო დააჯარიმა

Frontnews image description

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), თბილისში, რუსთავის გზატკეცილი 19-ში, ს/ს „ნიკორა ტრეიდში“ სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა.

ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

"სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება", - აცხადებენ სააგენტოში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები