Logo

სუს-ის უფროსმა “მთავარს” და “ფორმულას” სასამართლოში დავა მოუგო

სამართალი
289
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს – ლევან ხაბეიშვილს, ტელეკომპანია “მთავარსა” და ფორმულას” სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაევალათ უარყონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ იქნა გავრცელებული.

 

გრიგოლ ლილუაშვილი მოითხოვდა სიმბოლურად ანაზღაურებას თანხით, რომელიც განსაზღვრული იყო ერთი ლარით. ეს ნაწილი მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა.

 

გრიგოლ ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილსა და ტელეკომპანიებს: “მთავარს” და “ფორმულას” ცილისწამებისთვის უჩიოდა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან ცილისწამების მიზნით დააკავშირეს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ და „ფორმულას“ და  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილის 10 თებერვალს სასამართლოში უჩივლა.

თაგები:

Advertisement