Logo

სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება

სამართალი
817
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავებები გრძელდება.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებები უსაფუძვლოდ ხდება.

 

ბაია პატარაიას თქმით, პოლიცია ძალიან აგრესიულად იქცევა და ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აკავებენ.

 

გოგა მემანიშვილის თქმით კი, აქტივისტები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

 

ჯერჯერობით უცნობია რამდენია ადამიანია დაკავებული.

 

სუს-ის შენობის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან. 

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი აქტივისტი დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.

Advertisement