Logo

სუსმა მურთაზ ზოდელავაც დააკავა

სამართალი
275
Frontnews image description

სუსის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავეს.

"ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას, მასთან ერთად, დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომლებიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს“, – განაცხადეს სუსში.

Advertisement