სუსმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.
საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი", - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.





