Logo

სვეტიცხოველში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

Frontnews image description

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.

დღეს სრულიად საქართველოს ახალ პატრიარქს შიო მესამეს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით, მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქის მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო 11 მაისს აირჩიეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები