თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს და მათ დელეგაციას შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ესწრებოდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ოჯახურ ღირებულებებს. თამარ ბაგრატიონმა ქართული კულტურაში ოჯახური ღირებულებების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
თაგები:
თამარ ბაგრატიონი




