თამარ ბაგრატიონს თამარა ვუჩიჩმა "მეცნიერების სასახლეში“ უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ თამარა ვუჩიჩმა "მეცნიერების სასახლეში" უმასპინძლა.
თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ და "მეცნიერების სასახლის“ გენერალურმა დირექტორმა ნემანია ჯორჯევიჩმა სასახლეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"მეცნიერების სასახლე“ სერბეთში მეცნიერების კვლევისა და პოპულარიზაციის პირველი და რეგიონში უდიდესი ცენტრია. სამეცნიერო აქტივობების სპექტრი აქ 5,500 კვ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. სასახლის მისია ცოდნის განვითარებისა და გაცვლის ხელშეწყობაა.
თაგები:
თამარ ბაგრატიონი




