თამარ ჩერგოლეიშვილი - ბრიტანეთის ელჩს გავაცანით "ალიანსის" გეგმები, მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით

ავტორი
Front News საქართველო
შეხვედრა იყო ბრიტანეთის ელჩთან, გავაცანით "ალიანსი“ და "ალიანსის“ გეგმები. მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით, კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ალიანსის შექმნისა და მისი მოქმედების საკითხსაც.
"შეხვედრა იყო ბრიტანეთის ელჩთან, გავაცანით "ალიანსი“ და "ალიანსის“ გეგმები. მისგანაც მოვისმინეთ, რა ხდება მათი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ, მათ ვუთხარით, რის შესახებ არის "ალიანსი“ შექმნილი, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების ინსტინქტებზე და მეტი ფოკუსი იმაზე, რაც აწუხებს ხალხს. ამაზე ვისაუბრეთ და ეს ძალიან გასაგები და სასიხარულო გზავნილი იყო ჩვენი ბრიტანელი დემოკრატიული პარტნიორისთვის“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
“ოპოზიციური ალიანსი” საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა.
თაგები:
თამარ ჩერგოლეიშვილი




