Logo

თამარ ონიანი - პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია

სამართალი
45
Frontnews image description

პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.

"პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია პასუხი. როცა წამებას წამებას არ არქმევ, როცა დამამცირებელ, ან არაადამიანურ მოპყრობას ასეთად არ აფასებ, საზოგადოებასაც არასწორ წარმოდგენას უყალიბებ, რომ თითქოს, ცემა და ძალადობა საპოლიციო მოქმედების თანამდევი ნორმაა, სადაც თუ თითქოს, საჭირო და აუცილებელ ძალას გადაამეტებენ, დაისჯებიან, როგორც უფლებამოსილების გადამეტებაში  დამნაშავეები", - განაცხადა თამარ ონიანმა.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები