Logo

თამთა მიქელაძე - აფგან სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში

Frontnews image description

საქართველოდან გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი თამთა მიქელაძე წერს.

"რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში. როგორც ჩანს, ბაქოში დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს.

მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვირდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმს სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას", - წერს მიქელაძე.

შსს-ს ინფორმაციით, აფგან სადიგოვს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები