Logo

თამთა მიქელაძე - "მოსკოვის მექანიზმი" არის ეუთოს ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი

პოლიტიკა
250
Frontnews image description

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება.

მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

"მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.

უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.

ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში", - წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები