Logo

ტარიელ ხარხელაური - დიდხანს უნდა ეცოცხლა, ეს გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა იქ ილოცებს პატრიარქი ჩვენზე

Frontnews image description

ერთხელ შევედი საპატრიარქოში და პატრიარქი ცოტა უძლურად მეჩვენა, ცრემლები ჩამომცვივდა, პატრიარქმა დამადო ხელი და მითხრა - ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდებიო, - ამის შესახებ პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა განაცხადა.  

მისივე თქმით, ახლა, ზეციური სამეფოდან უფრო მყარად აგრძელებს პატრიარქი საქართველოზე ლოცვას.  

"ერთხელ შევედი საპატრიარქოში და პატრიარქი ცოტა უძლურად მეჩვენა, ცრემლები ჩამომცვივდა, სენსიტიური ბუნების არ ვარ, მაგრამ მაინც ჩამომცვივდა ცრემლები. პატრიარქმა დამადო ხელი და მითხრა - ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდებიო. ცოტა გული მწყდება, რომ პატრიარქმა ეს ვერ შეგვისრულა, დიდხანს უნდა ეცოცხლა, ეს გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა უფრო მყარად აგრძელებს პატრიარქი ჩვენზე ლოცვას, იქ ილოცებს, აქ ჩვენ გაგვამხნევებს და საქართველოს ეშველება", - განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა “რუსთავი 2"-თან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები