ტარიელ მიქაცაძე - ჭიათურა არის დაცლის წინაშე, არის კატასტროფის წინაშე, მათ არ სჭირდებათ მაღაროელი, მათ სჭირდებათ მხოლოდ ღია კარიერული გადათხრები


ავტორი
Front News საქართველო
ერთი დიდი მაგალითია ეს ყველაფერი იმისა, თუ როგორ მიატოვა და ფეხებზე დაიკიდა მთავრობამ დღეს ჭიათურა, როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა მთავრობამ და ეს გასათვალისწინებელია ყველა მოქალაქისთვის, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მოქალაქეებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი აზრი და არა კომპანიის თავსმოხვეული შეხედულება.
"საპროტესტო აქცია გვაქვს ჭიათურაში, ეს არის კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული. პროტესტი ისევ გრძელდება იმიტომ, რომ კომპანიამ, იმის მიუხედავად, რომ მუშა პროცესი თითქოს აღადგინა, ეს არის სრული სიცრუე იმიტომ, რომ 3620 დასაქმებულის ნაცვლად დღეს მაღაროებსა და დამხმარე საწარმოებში მუშაობს მხოლოდ 1500 დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2000-ზე მეტი ადამიანი ჯერ ისევ დაუსაქმებელია. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ რეორგანიზაცია სწორედ იმას გულისხმობდა, რომ მუშათა კლასის ეს რაოდენობა დარჩენილიყო სახლში, რაც 2000 ოჯახს იძულებულს გახდის, რომ დატოვოს ჭიათურა და სარჩოს საძიებლად სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში წავიდეს. ეს არის ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომ ჭიათურა არის დაცლის წინაშე, არის ღია კარიერული გადათხრების და კატასტროფის წინაშე. მათ არ სჭირდებათ მაღაროელი, მათ სჭირდებათ მხოლოდ ღია კარიერული გადათხრები, რაც ეკოლოგიურ კატასტროფებს და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.
რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო ყუთთან უნდა გამოცხადდეს ყველა და დააფიქსიროს თავისი აზრი და არა მაღაროს დირექტორმა რომ გამოუცხადა, ან რომელიმე ხელმძღვანელმა, რომლებმაც დააშანტაჟეს, რომ თუ ამას არ გააფერადებდნენ, დაკარგავდნენ სამსახურს.
ერთი დიდი მაგალითია ეს ყველაფერი იმისა, თუ როგორ მიატოვა და ფეხებზე დაიკიდა მთავრობამ დღეს ჭიათურა, როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა მთავრობამ და ეს გასათვალისწინებელია ყველა მოქალაქისთვის.
დაკავებულებს რაც შეეხება, 23 ივლისს არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩვენი უკანონოდ დაკავებული ბიჭების მორიგი სასამართლო და მინდა გთხოვოთ, სოლიდარობა გამოგვიცხადოთ უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულებს", - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
თაგები:
ტარიელ მიქაცაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს