თათია ნიკოლაშვილი - 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი

ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით ქართველ ხალხთან პირველად 13 წლის მანძილზე. ივანიშვილი ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე, ამიტომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა რუსთაველზე გავიდეთ და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა.
თათია ნიკოლაშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა.
“აქედან სულ რამდენიმე მეტრში თავის სასახლეში გამოკეტილია შეშინებულ რუსი ოლიგარქი, რომელიც შეაშინა ქართველი ხალხის ერთიანობამ. ლევან ხაბეიშვილმა ფაქტობრივად დაამარცხა და ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით ქართველ ხალხთან პირველად 13 წლის მანძილზე. ფაქტობრივად ივანიშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან და ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე, ამიტომ ახლა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
თაგები:
თათია ნიკოლაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


