Logo

თათია ნიკოლაშვილი - 4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია

პოლიტიკა
353
Frontnews image description

"4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია – ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი – სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვიდობიანად დაამარცხებს ოლიგარქის რეჟიმს“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა.

“4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში, ასევე ქვეყნის გარეთაც მიმართვები ვრცელდება ემიგრანტების, რომ ისინი აპირებენ ჩამოსვლას 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველზე დასადგომად და ასევე გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა გუშინ ყოფილი ძალოვნების, მათ მოქმედ კოლეგებს მიმართავენ, რომ არ აღმართონ ხელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და 4 ოქტომბრის მიმართ ეს დამოკიდებულება გააჩინა სწორედ იმან, რომ 13 წლის მანძილზე პირველად აღიარა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი და მათ შორის ლევან ხაბეიშვილის, რომელიც დაატყვევა ივანიშვილმა სწორედ ამ ძალოვნების შიშით, რომლებსაც ლევან ხაბეიშვილი 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით ჰპირდებოდა ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, რომელიც არ შეასრულებდა უკანონო დავალებებს და ეს ყველაფერი არის ძალაში. დიახ, 200 ათასი დოლარი ჯილდო ყველა იმ ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს ქართველ ხალხზე, დიახ, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და დიახ, ივანიშვილი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას”, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

Advertisement