თბილისი 16-წლამდელთა ევრობასკეტს უმასპინძლებს - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი "საქართველოს ბანკია"


ავტორი
Front News საქართველო
8-16 აგვისტოს, თბილისი FIBA U16 EuroBasket-ს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს და ერთმანეთს ჩემპიონობისთვის შეეჯიბრება.
ჯამში თბილისი არენასა და ოლიმპიურ სასახლეში 56 შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, გერმანიასა და სერბეთს — ევროპის კალათბურთის გრანდებს შეხვდება.
ტურნირის ფორმატის თანახმად, მერვედფინალში ყველა გუნდი გადავა. ამის შემდეგ კი თითოეული მატჩი გადამწყვეტი იქნება როგორც ტიტულისთვის ბრძოლაში, ისე საბოლოო ადგილების განაწილებისთვის.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს FIBA U16 EuroBasket-ზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
(R)
თაგები:
საკალათბურთო ნაკრები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს