Logo

"თბილისი ენერჯი" - ინფორმაცია, რომ ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება

Frontnews image description

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" განცხადებაშია აღნიშნული.

"ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.

თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები