თბილისის მეტრო დღეს და 20-21 მარტს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც.
ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.
ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
თაგები:
თბილისის მეტრო




