Logo

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სამართალი
214
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი პროცესი დახურულია.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებაზე, კერძოდ აუდიოჩანაწერზე საუბრობს, რომელიც ბრალდების მხარის განცხადებით ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს. აღნიშნულს კი დაცვის მხარე უარყოფს.

"არ უნდათ, საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში მტკიცებულება არ დევს, ამიტომ ატარებენ სხდომას დახურულად, რადგან არანაირი მიზეზი არ არსებობს ამ სხდომის დახურვის.

არანაირი მტკიცებულება არ დევს საქმეში, ესაა სასაცილო, დამონტაჟებულია ის აუდიოჩანაწერი", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

პროცესს ბრალდებული ბაჩო ახალაიაც ესწრება. 

ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე მთავარი ორგანიზატორობა ედება ბრალად. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები