Logo

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის პროცესის მიმდინარეობისას, ხმაური და დაპირისპირება იყო

სამართალი
246
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკავებული გიორგი მინდაძის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის.

მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაუშვეს, რასაც მოქალაქეების ხმაური მოჰყვა.

21 წლის გიორგი მინდაძის  წინააღმდეგ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

გიორგი მინდაძე 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა. 

Advertisement