თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მანდატურს მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს.
ისინი აცხადებენ, რომ იყო მანდატურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებიც.
სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს და მოქალაქეები სწორედ მის პროცესზე შესვლას ცდილობენ.
სასამართლო დარბაზში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
თაგები:
თბილისის საქალაქო სასამართლო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს