თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე გამომძიებლები გამოიკითხებიან.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მათ წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 4-დან 6 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:
სასამართლო პროცესი




