Logo

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს

სამართალი
171
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები