Logo

თბილისში 5 ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
261
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები