
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე სროლისა და ჩხუბის ხმა გაიგეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ორი, ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს