თბილისში დააკავეს 66 წლის მამაკაცი, რომელიც მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.





