თბილისში დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში დღეს "ნეტგაზეთის“ და "ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება.
მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან 20:00 საათზე დაიწყება და რუსთაველზე, პარლამენტის წინ დასრულდება.
12 იანვარს მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. გუშინ მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები მის მხარდასაჭერად რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ.
თაგები:
მზია ამაღლობელი




