თბილისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.
მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებით და ბანერებით მივიდნენ.
აქციაში ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.
დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და ოცი დღეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.





