Logo

თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სამართალი
123
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით 4 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005 წელს დაბადებული ვ.ს. და 1997 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 16 იანვარს, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 1997 წელს დაბადებულ მ.ხ.-ზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები