
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს