Logo

თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა იმართება

საზოგადოება
9 საათის წინ / 19:16
Frontnews image description

"ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" - ამ ლოზუნგით თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით მარში მიმდინარეობს.

მარშში მონაწილეობენ როგორც აქტივისტები, სტუდენტები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წევრები.

მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე ადგილიდან დაიძრნენ და ყველა ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბება.

9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.

Advertisement