თბილისში "გირჩის" მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება


ავტორი
Front News საქართველო
"გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება.
თბილისის მერობის კანდიდატი ჰერმან საბომ წარადგინა. მისი თქმით, იაგო ხვიჩია კანდიდატად პრაიმერიზით შეირჩა.
გარდა ამისა, ჰერმან საბომ თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატიც დაასახელა – დათო ფანჯაკიძე; გიორგი გვენეტაძე; ეკა ონიანი.
იაგო ხვიჩიამ ვიცემერობის კანდიდატად ალექსანდრე რაქვიაშვილი წარადგინა. ის ასევე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება.
თბილისის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელეს „ქართულმა ოცნებამ“ – კახა კალაძე, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ – ირაკლი კუპრაძე.
თაგები:
იაგო ხვიჩია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს