თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა - 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს.
არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





