Logo

თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
219
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ვ. თბილისში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ. მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები