Logo

თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

სამართალი
171
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1962 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ლ. მალევე დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.ლ.-ს მიერ სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული კომპიუტერული და მობილური ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები