Logo

თბილისში კურიერების საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება

საზოგადოება
229
Frontnews image description

თბილისში კურიერების აქციები მიმდინარეობს.

სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები ღირსეულ ანაზღაურებას და პირობებს ითხოვენ.

მათ თავდაპირველად სპორტის სასახლესთან გამართეს აქცია, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

ნორმალური პირობებისა და ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში წერილები შეიტანეს.

კურიერები სახელმწიფოსგან დახმარებას და რეაგირებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა კომპანიის კურიერები ყოველ ხუთშაბათს აქცია-მსვლელობას გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Advertisement