Logo

თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს

სამართალი
171
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი, თუმცა ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები