Logo

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

სამართალი
56
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“ და "გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები