თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ თსუს-ს პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან მიემართებიან.
ორი მსვლელობა ფილარმონიასთან შეერთდა.
დღევანდელ აქცია-მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საქართველოს მასშტაბით პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე აღარ განიხილებოდა, რასაც მოქალაქეების მძაფრი რეაქცია და აქციები მოჰყვა.
თაგები:
საპროტესტო მსვლელობა




