ჭავჭავაძის გამზირზე სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად შენობის სახურავზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა.
როგორც შენობის მფლობელი დავით კოდუა აცხადებს, ხანძრის შედეგად დამწვარია მესამე სართული.
„მესამეზე სართულზე საოფისე ფართებია. რომელიღაც საოფისე ფართში, შეიძლება, ელექტრობას წაეკიდა ცეცხლი. დაბლა არ არის, ყველაფერი მშრალია, ყველა კარგად არის. მხოლოდ მესამე სართულია დამწვარი. საერთო სივრცე 1 500 კვ.მ.-ია“, – აცხადებს დავით კოდუა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
თაგები:
ხანძარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს