Logo

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს

საზოგადოება
915
Frontnews image description

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა მერიის სამსახურებთან და განაცხადა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი მზად არის მეგობარ ქვეყანას ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. 

 

ამ მიზნით, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი. 

 

“ჭიათურას უკრაინის ქალაქ ნიკოპოლთან მრავალწლიანი მეგობრული, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა და ახლა ჩვენი მეგობრებისთვის ძნელბედობის ჟამს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად”, – განაცხადა გივი მოდებაძემ. 

 

აქცია დაიწყება ხვალიდან, 1 მარტიდან. მოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გაწევის ნებისმიერ მსურველს შეუძლია უკრაინელი ხალხისთვის სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება (პროდუქტები, მედიკამენტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ასე შემდეგ).

 

მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხვალიდან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ნივთების შეგროვება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები