ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა “მზის შვილებს“ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა და განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება #ჩვენვაკავშირებთ მოაწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ "მზის შვილებს“ უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ნაჩვენები იქნა საინფორმაციო რგოლი.
"საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაციის მიზნით ჩვენი ხელშეწყობა და თანადგომა მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდოდა მათთვის ერთი დღე გაგველამაზებინა და მომავალში კიდევ უფრო ბევრ ნათელ დღეს ვაჩუქებთ“, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


