ჭიათურის ორ სოფელში ახალი სკოლები აშენდა


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები აშენდა.
სოფელ მეჩხეთურის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, რგანში კი შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
ორივე სოფელში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერეს.
რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად 3 560 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ რგანში არსებული საჯარო სკოლის შენობა ავარიული იყო, მეჩხეთურში კი სასწავლო პროცესი კერძო პირის სახლში მიმდინარეობდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს