ჭყონდიდის მიტროპოლიტისგან მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს ითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდისის ეპარქიის 20-ზე მეტი სასულიერო პირი მეუფე სტეფანესგან იმ მტკიცებულებებს ითხოვს, რითიც ის, მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს დაადასტურებს.
საჩივარი მათ ჭყონდიდის ეპარქიაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს.
"ჩვენ ვითხოვთ მოხდეს შეკრება ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად, სადაც დასახელებული ბრალდება, რომელიც მეუფე სტეფანემ, ბალდის მონასტრის სატრაპეზოში წარადგინა, რომ მეუფე პეტრეს ყაზბეგში შვილი ჰყავს და მას გერმანიაში ზრდიან, ვითხოვთ, ეს ყველაფერი იქნას გამოძიებული, ფაქტები დადებული. არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ, რომ ეს უსინდისობა, უნამუსობა ეკლესიაში, ადამიანების მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება შეწყდეს", – განაცხადეს სასულიერო პირებმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


