თეა წულუკიანი - 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის "რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე

ავტორი
Front News საქართველო
ზოგიერთმა ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
"მერე ნახავთ, რა მოგივათ ყველას..“ ლა, ლა, გვითხარით, არ დაგვიმალოთ. რა საყვარელია, ეს თურმე უტვინო. ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ. ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი "ადიალასავით“ და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ. ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ. მზია ნიორაძე) და ა.შ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა. ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად აგრძელებს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“, – წერს თეა წულუკიანი.
თაგები:
თეა წულუკიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


