თეა წულუკიანი - დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და სახდელი თუ სასჯელი


ავტორი
Front News საქართველო
დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
"გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“, – წერს თეა წულუკიანი.
"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს - ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც დეპუტატი დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს, ძირს რუსეთის მონები".
თაგები:
თეა წულუკიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა