თეა წულუკიანი - ისღა დაგვრჩენია, დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს, სხვაგვარად არც გვეკადრება

ავტორი
Front News საქართველო
ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას! - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ერის მამის წასვლის შედეგად დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობას, თითოეულმა ქართველმა ღირსეულად უნდა გაუსწოროს თვალი, უწმინდესისა და უნეტარესის საქმე და ხსოვნა კი წმინდად შეუნახოს მომავალ თაობებს.
"ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!
ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს. სხვაგვარად არც გვეკადრება. მტერიც გვიყურებს და მოყვარეც... დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ მის გარეშე. ვიქნებით ისევ, თუ არ ვიქნებით. აუცილებლად ვიქნებით და ვიქნებით ისე, როგორც გვიბარებდა კიდეც!
მადლობა, ძვირფასო უწმინდესო, ყველაფრისთვის! უსხივო დღე გათენდა და უარესად დაღამდა!" - წერს თეა წულუკიანი.
თაგები:
თეა წულუკიანი




