Logo

თეა წულუკიანი - როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

პოლიტიკა
222
Frontnews image description

უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ,  -  ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის "აქტიურ ცოფიანებს" მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის.

"როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის  დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც - მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები